27 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 27 დეკემბრის სხდომაზე დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი - ბიუჯეტის დეტალურ განწერაში ცვლილება საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ილია თურმანიძემ წარმოადგინა.

გარკვეული მსჯელობის შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. ცვლილება ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.