20 დეკემბერი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N09-02-15/510, 14.12.2016) კანონის პროექტი განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების 20 დეკემბრის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა.

გაერთიანებული სხდომის მონაწილეების წინაშე შესაბამისი მოხსენებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარსდგა. კანონის პროექტის თანახმად, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 193 მილიონ 267 ათასი ლარით, საპროგნოზო მაჩვენებელი კი 215 მილიონ 465 ათასი ლარითაა განსაზღვრული. პროექტის თანახმად, საპროგნოზო მაჩვენებელი 49 მილიონ 740 ათასი ლარით, ბიუჯეტის გადასახდელები კი 1 262, 3 ათასი ლარით იზრდება. ამასთან, შემცირებულია ხარჯების ნაწილი. მინისტრის შეფასებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი პროფიციტურია და მასში რეგიონისათვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტია გაწერილი. მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა მიერ რიგ საკითხებსა და მიმართულებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. საკანონმდებლო ორგანოს ოთხივე დარგობრივი კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე განხილვას.