05 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.

 საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტის შემუშავება კონსტიტუციური ცვლილებებითაა განპირობებული და მთავრობის სტრუქტურული მოწყობის ცვლილებას, კერძოდ, საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროების სისტემაში გადასვლას, ასევე  მთავრობის უფლებამოსილებების ახლებურად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.