14 სექტემბერი

 

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  ლადო მგალობლიშვილმა,  აჭარის კონსტიტუციის ცვლილებების შემდგომ, აჭარის უმაღლეს საბჭოში  განათლების მიმართულებით პირველი საკანონმდებლო ინიციატივა  ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ,,განათლების ხელშეწყობის შესახებ ‘’ წარადგინა.

,,საქართველოს კონსტიტუციური კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ და აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, გაჩნდა შესაძლებლობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭომ მიიღოს, საკანონმდებლო აქტი განათლების მიმართულებით.
კანონპროექტის მიზანია: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების სფეროში საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოს: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, სახელოვნებო და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, სკოლის გარეშე სასპორტო განათლების მხარდაჭერა, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების სფეროში, ჯილდოების შემოღებას. 
დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არ მიუღია განათლების მიმართულებით ნორმატიული აქტი და ეს ამ მხრივ, პირველი ინიციატივაა.