მორიგი განხილვა საქართველოს პარლამენტში

13 აპრილი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინა.

    დავით გაბაიძემ დეტალურად ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე, კომპეტენციებზე, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის დაბალანსების მექანიზმებსა და საარჩევნო სისტემაზე. მომხსენებელმა უპასუხა პარლამენტის წევრთა შეკითხვებს.

    კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხების პარლამენტის სხდომაზე გატანას.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი