საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

20 ნოემბერი

       ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი - ირაკლი ცეცხლაძე ესწრებოდნენ, მეციტუსეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები განიხილეს.ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ შეკრებილებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობის, სახელმწიფო პროგრამების, სიახლეების, მიმდინარე და გასატარებელი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
      როგორც აღინიშნა, მანდარინის კრეფის სეზონი ინტენსიურ ფაზაში შედის, აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები და საჭიროების შემთხვევაში, ყველა რესურსი იქნება მობილიზებული, რომ მოსახლეობას ციტრუსის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნას.
      მინისტრის განხადებით, საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, რომ მოსავალის დაბინავების პროცესმა რიგების გარეშე ჩაიაროს. 24 ნოემბრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი არასტანდარტული მანდარინის საწარმო დაიწყებს ნედლეულის მიღებას, ხოლო საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ჩაიბარებს.
      ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აქტიურად ფუნქციონირებს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომლის მიზანი ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციისა და სუბსიდირების პროცესების კოორდინაციაა. შტაბი პირველ თებერვლამდე იმუშავებს. ტრადიციულად, მოქმედებს ცხელი ხაზიც - 1501, რომლის დახმარებითაც მოქალაქეები მათთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი