სოხუმის დაცემიდან 32 წლისთავზე, ბათუმში, გმირთა ხეივანში, პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - რამაზ ჯინჭარაძემ, მთავრობის თავმჯდომარესთან - სულხან თამაზაშვილთან, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - გიორგი ცინცაძესთან ერთად, ყვავილებით შეამკო ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას მემორიალი.
გმირთა ხეივანში სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა.