30 მარტი

ბათუმის ორთაჯამეში შეკრებილ მუსლიმ მორწმუნეებს რამადან ბაირამი მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - რამაზ ჯინჭარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მორწმუნეებს, მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვეს.

ტრადიციული ლოცვა შესრულდა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მეჩეთებში. მაღალმთიანი აჭარის დელეგატებმა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში - მამუკა თურმანიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და ვახტანგ ბერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცეს.

რამადან ბაირამი, (იგივე: რამაზან ბაირამი, ფითირ ბაირამი, ურაზა ბაირამი, ქუჩუკ ბაირამი, შექერ ბაირამი), მუსლიმური კალენდრით, მეცხრე თვეა და, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს,  საფლავებზე გადიან და  ტკბილეული გააქვთ.

განცხადებები

დღის წესრიგი