20 ივნისი

     აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმს დაესწრო.

     „დასაქმების ფორუმი, კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, დაინტერესებული მოქალაქეებისთვის შეარჩიონ სასურველი ვაკანსია არსებული კვალიფიკაციის შესაბამისად, უშუალოდ გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, მიიღონ რჩევები პროფესიული უნარების განვითარებისა და რეალიზებისთვის“, - განაცხადა ილია ვერძაძემ.

     წელს, ფორუმზე, აჭარაში ოპერირებადი 75 კომპანია 2000-მდე ვაკანსიით იყო წარმოდგენილი.  ბიზნესკომპანიებმა ვაკანსიები - ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან წარმოადგინეს.

    კომპანიებთან პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ფორუმში მონაწილეობდნენ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს გააცნეს პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობები.

    ფორუმის პირველ ნაწილში ჩატარდა საჯარო ლექცია- მასტერკლასი თემაზე - “თვითმოტივაციის როლი კარიერულ განვითარებაში“.

     ღონისძიება, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი