05 ივნისი

   დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა.

   ბაზისთვის აშენდა ახალი სამსართულიანი შენობა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ადაპტირებულია შეზღუდული შესძლებლობების მქონე პირებისთვის.

   პირველი სართულის ძირითადი ნაწილში 180 მაყურებელზე გათვლილი სავარჯიშო და შეჯიბრებებისთვის განკუთვნილი დარბაზებია. მეორე და მესამე სართულებზე კი საოფისე, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ნომრებია განთავსებული ჩამოსული სპორტსმენებისთვის.

   პროექტის ბიუჯეტი  4 794 361 ლარია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი