05 ივნისი

   დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

   თანამედროვე სტანდარტების სამსართულიან შენობაში 40 საკლასო ოთახია და ორ ცვლაში, 2 000 მოსწავლეზეა გათვლილი.

   პროექტი ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კომპიუტერული ოთახის, 300 მაყურებელზე გათვლილ სააქტო დარბაზის, ღია და დახურული სპორტული მოედნების მშნებლობას ითვალისწინებს. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

   პროექტს, რომლის ბიუჯეტი 17 388 170 ლარია,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი