05 ივნისი

    „ოცნების ქალაქის“ შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მშენებარე ობიექტები დაათვალიერეს - გაეცნენ ყინულის სასახლისა და საცურაო აუზის პროექტის დეტალებს.

    დახურული სპორტული კომპლექსის პროექტი, რომლის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება - ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებს. გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ყინულის არენა და ორი აუზი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ამასთან, ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს.

    ყინულის სასახლეს დაემატა მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი. გარდა ამისა, მთავარი აუზის ზომა 33-ის ნაცვლად, 50 მეტრამდე გაიზრდება.

მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმს ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი