10 აპრილი

         ბათუმის ორთაჯამეში შეკრებილ მუსლიმ მორწმუნეებს რამადან ბაირამი მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. მორწმუნეებს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვეს.

       ტრადიციული ლოცვა შესრულდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მეჩეთებში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცეს.

რამადან ბაირამი, (იგივე: რამაზან ბაირამი, ფითირ ბაირამი, ურაზა ბაირამი, ქუჩუკ ბაირამი, შექერ ბაირამი), მუსლიმური კალენდრით, მეცხრე თვეა და, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს,  საფლავებზე გადიან და  ტკბილეული გააქვთ.

       

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი