ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე, მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.
უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოები, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ქობულეთშიც დაიწყო.
„ადგილობრივები, ძირითადად, შიდა სასოფლო გზების ბეტონირებას, გარე განათებების მოწყობას, გაზიფიცირებასა და სასმელი წყლის მილების შეძენას ითხოვენ. აღნიშნული პროგრამა კი, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით პრიორიტეტების სწორად დაგეგმვის საუკეთესო საშუალებაა,” - აცხადებს ცოტნე ანანიძე.
2024 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისთვის 846 000 ლარია გამოყოფილი.