28 ნოემბერი

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში  შესატანი ცვლილება უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

  საკითხი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტზე დასრულდა საკომიტეტო განხილვის პროცედურები და მომზადებულია შესაბამისი დასკვნები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი