24 ნოემბერი

  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტებმა, აჭარის 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ერთობლივ სხდომაზე მიიღეს.

  კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, სხდომაზე, ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 პროექტის თანახმად, 8 მილიონ ლარზე მეტით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 48 მილიონს გადააჭარბებს.

 კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კომიტეტების წევრების შეკითხვებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი