24 ნოემბერი

   აჭარის 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტში. სხდომაზე, კანონის პროექტთან დაკავშირებით, მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

   ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ცვლილებები, ძირითადად, ორი მიმართულებით ხორციელდება - იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება. შედეგად, ფერმერები, არასტანდარტულ მანდარინზე გაორმაგებულ სუბსიდიას მიიღებენ. მომხსენებელმა ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

    კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი