24 ნოემბერი

 უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2023 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

 კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტი 572 მილიონ 651 ათასი ლარით განისაზღვრება და ცვლილებები, ძირითადად,  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს ეხება.

 მომხსენებლის განმარტებით, 8 მილიონით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც ე.წ. DRG პროგრამითა და მოქალაქეთა გაზრდილი მომართვიანობითაა განპირობებული. უწყების კორექტირებული ბიუჯეტი, პროექტის თანახმად,  48 მილიონ ლარს აჭარბებს.

 რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, პროექტის თანახმად, იზრდება ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება, რაც არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირების გაორმაგებას გულისხმობს.

 კომიტეტებმა, კანონის პროექტთან დაკავშირებით, რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას მხარი დაუჭირეს.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი