„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. შემთხვევის ადგილას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე და მარინე გვიანიძე, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, დაღუპულები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის, მათ შორის, ათი საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.