08 ოქტომბერი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სახლის ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ტრაგედიიდან, 2 წლის თავზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე და დავით ბაციკაძე, ქ. ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დაზარალებული ოჯახები, რიგითი ბათუმელები შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება. ბინები 56 ოჯახს გადაეცემა. საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი