აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ.
სხვადასხვა საჯარო სკოლის 61 უფროსკლასელს პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდია გადაეცა. „მოსწავლეთა სტიპენდიის“ პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან ამოქმედდა და წარჩინებული მოსწავლეების წახალისებას ისახავს მიზნად.