აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ მუსლიმ მრევლს უდიდესი საღვთო დღესასწაული ყურბან-ბაირამი მიულოცა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ბათუმის ორთა ჯამეში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთნ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო.
ყურბან-ბაირამი მუსლიმანური სამყაროს უდიდესი დღესასწაულია. იგი მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს პირუტყვს სწირავენ და ხორცს ქველმოქმედების მიზნით არიგებენ.