„მეამაყება, რომ ამ უნივერსიტეტის კედლებში მოვედი როგორც სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი და უკვე წლებია ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას,“- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის 30 წლის იუბილეზე.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ კოლეგებსა და მომავალ სამართალმცოდნეებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და იურიდიული განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მეცნიერები - როსტომ გუნთაიშვილი და ნუგზარ ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს „მადლობის სიგელებით“ დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიებას ხელისუფლების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, პარტნიორები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.