23 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, საპატიო სტუმრის სტატუსით,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის  გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

 "ევროინტეგრაცია და სურსათის უვნებლობის გამოწვევები" - ამ სახელწოდების კონფერენცია აჭარის სოფლის მეუნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიხსნა. მასში სხვადასხვა ქვეყნის 21 ორგანიზაციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

  კონფერენციაზე განიხილება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გამოწვევები საქართველოში, სურსათის, სასმელი წყლის უვნებლობის ძირითადი ინდიკატორები, კვლევის მეთოდები და აღმოფხვრის გზები, ასევე მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა და სხვა.