14 ივნისი

  15 ივნისის პლენარული სხდომით, აჭარის უმაღლეს საბჭოში, საგაზაფხულო სესია დაიხურება. სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმენენ - თორნიკე რიჟვაძე გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარმოადგენს.

   მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.