13 ივნისი

  მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 „მნიშვნელოვანია შუახევის მუნიციპალიტეტის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რადგან  იგი ტურისტული მნიშვნელობისაა, უკავშირდება გომარდულის საკურორტო ზონას, ბარათაულის თემს, სოფელ სხეფსა და თერნალს“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 პროექტის მიხედვით, რომლის ღირებულება 1 999 994 ლარია, გზის პარალელურად, მოეწყობა ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონის, ზღუდარების და სანიაღვრე არხების მოწყობა.

 სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.