„წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, მათი შრომის დაფასება, მოტივაციაა სხვებისთვისაც. ვულოცავ ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს და სამომავლოდ, წარმატებებს, დასახული მიზნების განხორციელებას ვუსურვებ,“ - აღნიშნა მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ ხულოსა და შუახევში მოსწავლეების დაჯილდოებისას.
უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, ორივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - “ჩემი პირველი კომპიუტერი”- ფარგლებში გადაეცათ.
უახლოეს დღეებში, სამაჟორიტარო ოლქში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტების წარჩინებული მოსწავლეებიც დაჯილდოვდებიან.