ბათუმის საპატიო მოქალაქის, ცნობილი დიპლომატის, ხელოვანისა და საზოგადო მოღვაწის ვალერი მოქერიას ვარსკვლავი გაიხსნა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და ხელოვანები ესწრებოდნენ.