15 სექტემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის პირველ საკითხად 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს. შესაბამისი მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

     როგორც ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსულობები 209 246 300 ლარია. დაზუსტებული გეგმა 192 198 700 ლარით განისაზღვრა - რაც 108,9 პროცენტით შესრულდა. ბიუჯეტი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 116,8, ხოლო სხვა შემოსავლების გეგმა 100,6 პროცენტითაა შესრულებული.

        საბიუჯეტო პარამეტრების გარდა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს და აღნიშნა, რომ სამეურნეო წლის ბოლომდე ბიუჯეტი ყველა კომპონეტში სრულად იქნება ათვისებული.

    კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო.

    სხდომაზე პეტიცია – ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობის თაობაზე“ (პეტიციის ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე) საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. პეტიციას 212 მოქალაქე აწერს ხელს.

      ავტორთან ერთად დეტალებზე მსჯელობის შემდეგ, კომიტეტის გადაწყვეტილებით, პეტიცია მოსაზრებებისთვის აჭარის მთავრობასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გადაეგზავნება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი