25 ნოემბერი

აჭარის  უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში, შეხვედრა გაიმართა ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებთან.

უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, ამავე კომიტეტის წევრებმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო სფეროს უმნიშვნელოვანეს როლსა და დანიშნულებაზე, დღეს არსებულ ვითარებასა და იმ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს სასკოლო ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა.

გამომსვლელებმა  საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადეს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეში გაწეული ღვაწლისათვის და თითოეული სკოლა კოვიდპანდემიის პირობებში სასწავლო პროცესში არსებული გამოწვევების ეფექტურად დაძლევისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს „მადლობის სიგელებით“  დააჯილდოვეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი - გოჩა დავითაძე ესწრებოდა, საკანონმდებლო ორგანოს მადლობის სიგელით 27 საჯარო სკოლა დაჯილდოვდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი