19 ოქტომბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. 
 
 საკანონმდებლო ინიციატივა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელთა მიზანი აჭარის კონსტიტუციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაა.
 ინიციატივასთან დაკავშირებით, არც საკომიტეტო და არც პლენარულ სხდომაზე, შენიშვნები არ გამოთქმულა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი