
განათლება:
1982-1991 წწ. - სწავლობდა ბათუმის მე-6 საშუალო სკოლაში;
1991-1993 წწ. - სწავლობდა ბათუმის პროფილურ გიმნაზიაში;
1993 - 2000 წწ. - სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ღვინისა და სამადუღრე წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობაზე; (ინჟინერ-ტექნოლოგი)
2015 – 2017წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
გავლილი აქვს:
2007 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა;
2007 წლის მაისი–ივნისი - სასწავლო კურსი – პროექტ "mashav"-ის ფარგლებში ისრაელში გაიარა სასწავლო კურსი "ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერები და დემოკრატია";
2013 – 2014წწ. - ბათუმის ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის სკოლის კურსდამთავრებული.
საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრი;
ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი.
სამუშაო გამოცდილება
2024 – დღემდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე
(არჩეული პარტიული სიით — „ქართული ოცნება“);
2023 – 2025წწ. - ევრორეგიონების ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი;
2020 – 2024წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე (არჩეული პარტიული სიით — „ქართული ოცნება“);
2016 – 2020წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნება – აჭარა“ ფრაქციის თავმჯდომარე;
2012 – 2014წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი; (კოალიცია „ქართული ოცნება“)
2012 – 2016წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი; (კოალიცია „ქართული ოცნება“)
2007 – 2020წწ. - საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;
2004 – 2008წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;
2004 წლის მაისი-ივნისი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტის საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის აპარატის უფროსი;
2000 – 2004წწ. - ჟურნალი „ახალი ერა“ -ში კორესპონდენტად;
2001 – 2020წწ. - საქართველოს კონსერვატიული პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე;
1997-1998 წწ. - ქ. მოსკოვის ქართულ ლიცეუმში მუშაობდა ისტორიის პედაგოგად;
1995-2001 წლამდე იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე;
1994 – 2016 წწ. - „აჭარის ინტელექტ კლუბი“ -ს პრეზიდენტი.
უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.