საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

27 სექტემბერი

მალე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ახალი იუსტიციის სახლი ექნება. ობიექტი, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, პაატა სალიასთან ერთად დაათვალიერეს და ბათუმის №2 ფილიალში „ჯასთ კაფეს" გახსნას დაესწრნენ.

იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი მოქალაქეებს ერთ სივრცეში სწრაფ და ხარისხიან სერვისებს შესთავაზებს. ამასთან, ადგილზე მათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო დახვდებათ.

ხელვაჩაურის იუსტიციის სახლი აჭარაში რიგით მე-9 ფილიალი იქნება, რომლის ამოქმედების შემდეგ, იუსტიციის სახლები უკვე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იმუშავებს. გარდა ამისა, მოქალაქეთა შესაბამისი სერვისებით უზრუნველსაყოფად აჭარაში მოქმედებს 2 მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც კვირის განმავლობაში 10 სოფელს ემსახურება. ასევე, იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალში გაიხსნა „ჯასთ კაფე“ (JUST CAFE), სადაც მოქალაქეები საჭირო დოკუმენტებს კომფორტულ გარემოში მიიღებენ.

ღონისძიებებს საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე - ვახტანგ ჟვანია, საქართველოს პარლამენტის წევრები, ხელვაჩაურის მერი -ზაზა დიასამიძე, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი - გიორგი ცინცაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი