07 აგვისტო

    უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ირაკლი ჩავლეიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ბათუმელ შემოქმედთა ჯგუფთან ერთად, იტალიის ქალაქ რეჯო-კალაბრიაში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალში - „Xenia book festival“ მონაწილეობდა.

    აჭარის დელეგაციას ქალაქ რეჯო-კალაბრიის მერმა - ჯუზეპე ფალკომატამ უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარასა და რეჯო-კალაბრიას შორის არსებულ მეგობრულ, კულტურულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ორი რეგიონის თანამშრომლობა მეოთხე წელს ითვლის და სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

    ფესტივალს, რომელზეც  ქართულ და იტალიურ ენებზე წარმოდგენილი იყო ქართველი პოეტების შემოქმედება, სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ - საქართველოს კონსული იტალიის ქალაქ ბარში - ვატო ანდღულაძე და სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორი, პოეტი დავით მაღრაძე.

განცხადებები

დღის წესრიგი