02 აგვისტო

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლა სავოევოდოს მარშალის - პაველ განკარცის ხელმძღვანელობით.

     შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ურთიერთობებზე.

   „განვიხილეთ ბოლო წლებში განხორციელებული ერთობლივი, წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები, რაც განათლების, სპორტისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას ითვალისწინებს. კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმკს შორის. ამასთან, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრანდენბურგის მიწის ლანდტაგთან თანამშრომლობით, ბათუმში ვგეგმავთ რეგიონული პარლამენტების კონფერენციის ჩატარებას“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

     ქვემო სილეზიის მარშალმა - პაველ განკარცმა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა  რეგიონებს შორის  მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

     შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, აპარატის ხელმძღვანელი - ზურაბ ჭურკვეიძე ესწრებოდნენ.

     3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს - თორნიკე რიჟვაძესა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი