25 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით,  25-26 დეკემბერს, სასტუმრო „კასტელო მარეში“ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას განიხილავს.

  სამუშაო შეხვედრა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ილია ვერძაძე, ნუგზარ სურმანიძე, ასმათ დიასამიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, დავით ბაციკაძე, ხვიჩა შარაშიძე, გიორგი ცინცქილაძე, გია აბულაძე და პეტრე ზამბახიძე ესწრებიან, IFES-ის წარმომადგენელმა მირანდა ტყაბლაძემ და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ გახსნეს.  ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი საბჭოს სამოქმედო გეგმა და სამომავლო მიზნები, შეხვედრის მონაწილეებმა, გენდერის საკითხებში ექსპერტთან - ხატია ჟვანიასთან ერთად პუნქტობრივად განიხილეს.

  დოკუმენტს, მისი საბოლოო დამუშავების შემდგომ, აჭარის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.