დავით გაბაიძე, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას დაესწრო
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის გამოსვლას დაესწრო - ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარადგინა. მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავდა.