საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძემ და ნინო ჩხეტიამ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის კონსტიტუციური კანონი დღეს საქართველოს პარლამენტის ორ კომიტეტში  წარადგინეს  

04.აპრილი.2018

  

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომებზე წარადგინეს.

მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე ცვლილებებზე, ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების კომპეტენციების ზრდის საკითხებსა და სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის დაბალანსების მექანიზმებზე, ასევე საარჩევნო სისტემაზე.  მოისმინეს პარლამენტის წევრების მოსაზრებები.

   ორივე კომიტეტმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირა.

სურათები