საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

„მეტი არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს“

23.მარტი.2018

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდა.

   საკანონმდებლო ორგანოს წევრმა,  ახალგაზრდებს შორის არაფორმალური განათლების დონის ამაღლების მიზნით, წამოიწყო კამპანია სახელწოდებით - ,,მეტი არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს’’, რომლის ფარგლებშიც, რეგიონის მასშტაბით23 მარტიდან სხვადასხვა სახის ტრენინგი ჩატარდება.

  პირველი აქტივობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ვლადიმერ მგალობლიშვილმა "პროექტის წერის უნარ-ჩვევების შესახებ" ტრენინგი ჩაატარა.

  პროექტი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისთვის გაგრძელდება მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებშიც, შემაჯამებელი შეხვედრები კი ქალაქ ბათუმში გაიმართება.

სურათები