საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

რეზოლუციის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება

20.მარტი.2018

   

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის პროექტი „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე“  საკითხის ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით ბაციკაძემ წარმოადგინა.

   კომისიის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის პროექტი, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მზადაა უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განხილვისათვის.

სურათები