საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით სერგეენკოს შეხვედრა მედიკოსებთან

02.მარტი.2018

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და აჭარის სამედიცინო საზოგადოების შეხვედრას დაესწრო.
    მინისტრმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა რეგიონში წითელას ინფექციასთან ბრძოლის გზებსა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილეს ყურადღება. მედიკოსებმა დავით სერგეენკოს ცალკეული პროგრამების მიმდინარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის აქტუალურ საკითხებზე უშუალოდ მინისტრისაგან მოისმინეს განმარტებები.
    შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სურათები