საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

კომისია მხარს უჭერს პროექტის პირველი მოსმენით განხილვას

21.თებერვალი.2018

    დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა  კანონის პროექტის მიღების წინაპირობებზე, მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს, კანონმდებლობის შესაბამისად, მის მისაღებად ვადა 20 აპრილამდე აქვს. დავით გაბაიძემ აქვე მიმოიხილა კანონის პროექტით გათვალისწინებული  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებთან, კომპეტენციებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებებთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები, მოისმინა კომისიის წევრების შენიშვნები და მოსაზრებები. აღინიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა წამყვანი კომისიისა და შემდგომ უმაღლესი საბჭოს სხდომებზე გაგრძელდება.

   კომისიამ მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

სურათები