საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა

16.მარტი.2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 16 მარტის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილება.

პლენარულ სხდომაზე განიხილება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონმდებლებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

ბიურომ ამავე სხდომაზე განსაზღვრა 16 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი.

სურათები