საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ცოტნე ანანიძემ მერაბ ღოღობერიძე მოინახულა

25.დეკემბერი.2017

                            

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქუთაისის # 2 საპყრობილეში, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს შეხვდა.

 უფლებადამცველთან შეხვედრა ბრალდებულმა ოფიციალურად მოითხოვა.     

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრა თითქმის 3 საათს გაგრძელდა.

 საპყრობილეს დატოვების შემდეგ ცოტნე ანანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მერაბ ღოღობერიძე  მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

სურათები