საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატები უმაღლეს საბჭოში

18.დეკემბერი.2017

     

          18 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ვლადიმერ მგალობლიშვილმა, გიორგი რომანაძემ გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატებს უმასპინძლეს.

          საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა ახალგაზრდებს უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, მის ფუნქციები და მუშაობის ძირითადი პრინციპები გააცნეს, ისაუბრეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

        პროექტი სახელწოდებით - „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“ ბათუმში, სასტუმრო „ შერატონში“ 16 დეკემბერს გაიხსნა და მასში მონაწილეობს საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა. მონაწილეობს. ასამბლეა მუშაობას დღეს დაასრულებს.

სურათები