საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო კონცერტი

14.დეკემბერი.2017

14 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის მუსიკალურ ცენტრში თურქეთის საცეკვაო ანსამბლის „ანატოლიის ცეცხლის“ კონცერტს დაესწრნენ.

კონცერტი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და თურქეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.

სურათები