საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დელეგაციის წევრები სეიმის საგანგებო სესიას დაესწრნენ.

06.დეკემბერი.2017

   ქვემო სილეზიაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და დელეგაციის წევრები, ქვემო სილეზიის რეგიონული სეიმის საგანგებო სესიას დაესწრნენ, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ასევე ისაუბრა პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. „თქვენი ქვეყნის რეგიონული თვითმმართველობის განვითარება იმ ეტაპზეა, რომელსაც ბევრი ქვეყანა ვერ აღწევს. გამოცდილებების გაზიარებებითა და მულტიკულტურული ურთიერთობების დახვეწით ჩვენი რეგიონები მეტად განვითარებული იქნება, რაც არის საფუძველი მეტი ინვესტიციების და საერთაშორისო მხარდაჭერის გაფართოებისთვის. ჩვენი ამოცანაა ევროკავშირში ინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია ამის საწყისი იყო. ჩვენ უვიზოდ ჩამოვედით და იმედი გავაქვს, რომ ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“ -განაცხადა დავით გაბაიძემ.

სურათები