საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

შემოდგომის ზეიმი ''თანაში''

10.ნოემბერი.2017

                              

     უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე შშმ პირთა  სარეაბილიტაციო  ცენტრის "თანას"  აღსაზრდელების  და აღმზრდელების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - "შემოდგომის დღესასწაულს"  დაესწრნენ. დეპუტატებთან ერთად ზეიმზე მიწვეული იყვნენ სოროპტიმისტ  ქალთა  კლუბის წევრები და  ხალხური ხელოვნების სკოლა-სასწავლებლის  წარმომადგენლები. 

    "თანას" აღსაზრდელებმა თავიანთი ნამუშევრები და შემოქმედება წარმოადგინეს. შეხვედრის  დასასრულს კი სტუმრებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს. 

სურათები