საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საპარლამენტო დებატების ტურნირი

29.მარტი.2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 25-26 მარტს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საპარლამენტო დებატების ტურნირში მიწვეული მსაჯის სტატუსით მონაწილეობდა. ანალოგიური სტატუსით ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი ნიკოლოზ მეგრელიშვილი.

დებატებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა“ და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11 გუნდით იყო წარმოდგენილი.

სურათები