საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ცოტნე ანანიძე პატიმართა პრობლემებს ეცნობა

23.ოქტომბერი.2017

                      

        ამ წუთებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბათუმის მე-3 საპყრობილეში პატიმართა პრობლემებს ეცნობა.

       უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მსჯავრდებულთა არაერთი განცხადებაა და მათზე ეფექტური რეაგირების საუკეთესო გზა ადგილზე ვითარების შესწავლაა.

       ცოტნე ანანიძე ამ მიზნით ორჯერ უკვე სტუმრობდა ბათუმის საპყრობილეს.

სურათები